კომპანიის შესახებ

TOWER GROUP სამშენებლო სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „გზა“-ს შვილობილი კომპანიაა

კომპანია გზა - წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად შპს "გზა"-მ არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი.

შპს. “გზა”-ს აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი პარკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ის არის ლიდერი ასფალტისა და ბეტონის წარმოებაში. ჩვენს მიერ შესრულებულია არაერთი სამშენებლო პროექტი, სადაც დღეს განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე მასშტაბურია:

ბათუმი ცენტრალი - სარკინიგზო კომპლექსი, რომელშიც 2021 წელს განთავსდება საერთაშორისო სასტუმრო ჰოლიდეი ინ ექსპრესი სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე“ - 6 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი სასტუმროებით, მარნით, რესტორნებით, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებით, ბარებითა და აუზით, იშვიათი რეკრეაციული გარემოთი.

სასტუმრო კომპლექსი „კვირიკე ჰილს“ - სამთო სასტუმრო კომპლექსი შემდგარი 20 კოტეჯისაგან, სრული ინფრასტრუქტურით, მომავალში ერთ-ერთ პოპულარულ სამთო კურორტად ჩამოყალიბების პერსპექტივით ჩვენს კომპანიას ეკუთვნის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი სასაზღვრო ზონაში სატვირთო მანქანების ავტოპარკების მოწყობის და მათი სრული სერვისის მიმართულებით - ავტოპარკი ორგანიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტებს შორისაა „სახლი ძველ ბათუმში“, რომელიც ძველი ბათუმის არქიტექტურის სტილისტიკას იმეორებს

დეველოპერული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით სამშენებლო ბიზნესში

ინვესტიცია თქვენს მომავალში